ლა ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მადრიდის “რეალი” “სევილიას” მასპინძლობს. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა მებრძოლმა და UFC-ის ჩემპიონმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი წარადგინა.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს, UFC 298-ზე, ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდეგ თოფურიას სოციალურ ქსელში გამარჯვება მადრიდის “რეალმა” მიულოცა.