მსახიობ ნინო მუმლაძეს ფართო საზოგადოება თეატრიდან და სერიალებიდან კარგად იცნობს. ის გადაცემების ხშირი სტუმარიცაა და გარდა სამსახიობო ნიჭისა, აღსანიშნავია მისი იუმორიც.ნინოს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – მალე დედა გახდება. ამის შესახებ მსახიობმა საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.„სასწაულის მოლოდინში“, – წერს ის და ფოტოს აქვეყნებს.
