დასახელდა 10 საუკეთესო ქვეყანა საჭმელების მიხედვით – რომელ ადგილზეა საქართველო?

ინტერნეტგამოცემა thetoptens-მა, რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში (კულტურა, მეცნიერება, სპორტი, თამაშები, ტურიზმი და ა.შ.) ამჯერად გამოაქვეყნა 10 საუკეთესო ქვეყანა საჭმელების მიხედვით(Top 10 Countries with the Best Food), რეიტინგი ვლინდება ხმის მიცემით.

რეიტინგის გამარჯვებული გახდა იტალია, ხოლო “ვერცხლი” და “ბრინჯაო” ერგოთ შესაბამისად საფრანგეთს და მექსიკას. ტოპ 10-ში მოხვდნენ კიდევ იაპონია, ჩინეთი, ინდოეთი, შეერთებული შტატები, ტაილანდი, ესპანეთი და სამხრეთ კორეა.

მთლიანად მომხმარებლებმა დაასახელეს 163 ქვეყნის სამზარეულო, ჩვენმა პატარა საქართველომ რეიტინგში 30-ე ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა აბსოლუტურად ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საქართველოს უახლოესი “მდევარი” აღმოჩნდა რუსეთი, რომელსაც 43-ე ადგილს დასჯერდა.მაინც რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები საქართველოზე?

image

“‘საქართველოს აქვს საუკეთესო საკვები, რაც კი ოდესმე ამ პლანეტაზე შეგიძლიათ იპოვოთ. მდიდარია კაკლით, ნიორით, სხვადასხვა მწვანილით და სანელებლებით, ახალი ბოსტნეულითა და ხილით. და, რა თქმა უნდა, შეკაზმული საუკეთესო ხორცით, ღორის ან/და ქათმის ხორცით, რაც კერძების მთლიან კომბინაციას წარმოუდგენლად გემრიელს ხდის. უფრო მეტიც, ქართული ხინკალი (პელმენი) ამ ჯიშის საჭმელში საუკეთესო პელმენად არის აღიარებული. და რა თქმა უნდა, როგორ არ გამოვყოთ ქართული ღვინოები, რომლებიც თითოეულ კერძს მაქსიმალურად ამდიდრებენ. ქართული კერძები ნამდვილად უნდა გასინჯოთ! მერწმუნეთ, არ ინანებთ. მე მჯერა, რომ ეს სია ნამდვილად საჭიროებს გადარჩევას, რათა შეიქმნას ნამდვილი სტატისტიკა საერთაშორისო საკვების შესახებ.”

“საუკეთესო საკვები, საუკეთესო ღვინო, შესანიშნავი მუსიკა, შესანიშნავი მთები, ლამაზი ხალხი. კიდევ რა არის საჭირო? ამ პატარა ქვეყნის საკვებმა რკინის ფარდის შიგნით 250 მილიონზე მეტი ადამიანის გული დაიპყრო. ახლა დროა ამათ საკვებმა დაიპყროს მთელი მსოფლიო.”

“ქართული საკვები ყველაზე გამორჩეულია, ყოველ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში! ისტორიასა და კულტურაზე დაფუძნებული ძალიან ღრმა და უძველესი ფესვები აქვს! რა თქმა უნდა, ის იმსახურებს TOP-10-ში მოხვედრას”

“ყველაზე ორიგინალური და გემრიელი საჭმელი! ის სადღაც ევროპულ და აზიურ სამზარეულოს შორისაა და ყოველთვის შესანიშნავი შინ მომზადებული კერძის გემო აქვს. არ ვიცი როგორ აღვწერო, უბრალოდ ქართული კერძები უნდა გასინჯო.”-წერენ კომენტარებში მომხმარებლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *