საკმაოდ ხშირად ხდება ისე, რომ ლაქების ამომყვანი ყველაზე ძვირადღირებული სარეცხი საშუალებებიც კი ვერ ართმევს თავს საკუთარ დავალებას.
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი საყვარელი ტანსაცმლიდან ლაქების ამოყვანას ვერ ვახერხებთ, მისი გადაგდება კი არ გვსურს? თუ რეცხვის პროცესში სარეცხს შესაბამის ინგრედიენტს დაუმატებთ, ყველაზე რთული ლაქაც კი უკვალოდ გაქრება.
ამ ხრიკებით პირადად ვსარგებლობ და მათი ეფექტურობა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია დაგიდასტუროთ. იხელმძღვანელეთ ამ რჩევებით და პირობას გაძლევთ, რამდენად რთული და ჩამჯდარიც არ უნდა იყოს ლაქა, მას მარტივად ამოიყვანთ.
როგორ მოვაშოროთ რთული ლაქები ტანსაცმელს?
1. ლაქების ამომყვანი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება – საჭმელი სოდააავსეთ ტაშტი ცხელი წყალით, დაუმატეთ 1 ან 2 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და მოათავსეთ მასში დალაქავებული ტანსაცმელი 30 წუთით. პროცედურის შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში ჩვეულებისამებრ.
2. ცხიმის ჩამჯდარი ლაქებიროგორც კი ტანსაცმელზე ცხიმის ლაქის გაჩენას შენიშნავთ, მოაყარეთ მას ზემოდან სიმინდის სახამებელი და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილას გაავლეთ ტანსაცმელი ცივ წყალში და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანში.
3. ოფლის ლაქების მოშორებანებისმიერი თხევადი საპონი და წყალბადის ზეჟანგი შეურიეთ ერთმანეთში თანაბარდობით 1:2. მიღებული საშუალება კარგად შეაზილეთ ტანსაცმლის დალაქავებულ ზედაპირს, დააყოვნეთ 1 საათით და შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში.
4. უსიამოვნო სუნის მოშორება ტანსაცმლიდანრეცხვის დროს დაამატეთ თქვენს სარეცხ მანქანაში ერთი ჭიქა თეთრი ძმარი, რათა მოაშოროთ თქვენს ტანსაცმელს გამჯდარი უსიამოვნო სუნი.
5. ყველაზე მდგრადი და რთული ლაქების მოშორებადაფქვით 5 აბი ასპირინი და მიღებული ფხვნილი დაამატეთ სარეცხი მანქანის ბარაბანში. ასე ყველაზე რთული და ჩამჯდარი ლაქისგანაც კი კვალი არ დარჩება!
6. ტანსაცმლის დეზინფიცირება და მისი პირვანდელი ფერის დაბრუნება
რეცხვის დროს დაამატეთ ბარაბანში მცირეოდენი ლიმონის წვენი, რათა დიდი ხნით შეუნარჩუნოთ ტანსაცმელს პირვანდელი ბზინვარება და ბოლომდე გაანადგუროთ მის ზედაპირზე დაბინადრებული მავნე მიკროორგანიზმები.
თუ მოგეწონათ ეს რჩევები, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება