ხაშურში, სოფელ ტაშისკართან, ფერდობიდან ღელეს მიმართულებით, მიწის მასა და ხეები ჩამოიშალა

ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტა­შის­კარ­თან, მთის ფერ­დო­ბი­დან ღე­ლეს მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­წის მასა და ხე­ე­ბი ჩა­მო­ი­შა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას შს სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მძი­მე შე­დე­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­თა და სპეც-ტექ­ნი­კით, ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ბი­ლიზ­დნენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს, ცენ­ტრა­ლუ­რი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს, სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფე­ბი.

“ასე­ვე, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, სსიპ ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს და სსიპ და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი” ,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *