რუსეთში, 31 წლის ცნობილი ბლოგერი იანა ხაილოვა ავტოავარიაში დაიღუპა.ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ხაბაროვსკი – ვლადივოსტოკის გზაზე მოხდა. მედიის ცნობით, ბლოგერი მეგობართან ერთად ვლადივოსტოკიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მსუბუქ ავტომობილს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი სავალი გზიდან გადავიდა, ბლოგერის ავტომობილი კი ამოტრიალდა.
მიღებული ტრავმების შედეგად, 31 წლის ბლოგერი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდნენ.
მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საჭესთან ბლოგერის მეგობარი იჯდა.