რუსთავის ბაზარში, 35 წლის გიორგი ორველაშვილმა ხალხს ცეცხლი ისეთ დროს და ისეთ ადგილას გაუხსნა, სადაც თავდასხმას არავინ ელოდა. ე.წ. “სტამბოლის ბაზრობის”, აგრარულ სექციაში, სადაც მისი ბიძა და ბიძაშვილი ხორცს ყიდდნენ, ნახევრად ავტომატური სანადირო თოფით დაახლოებით დილის 10:30 საათზე შეიჭრა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. ბიძა ადგილზე მოკლა, ბიძაშვილი მძიმედ დაიჭრა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა არც ის პირები დაინდო, რომლებიც მის სიახლოვეს აღმოჩნდნენ.ერთ-ერთი მოკლული კაცის შვილი ამბობს, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.„თავდამსხმელი ჩემი ნათლიის ძმისშვილია. 2 თვის წინ, ნაქირავებ ბინაში ყველაფერი ჩართული დატოვა და სახლი გადაწვა. ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა, გიჟს რად უნდა მიზეზი…“ – ამბობს ახალგაზრდა ქალი.
Related Posts
სად იპოვეს თელავში დაკარგული 24 წლის ბიჭი.
- tony
- ივნისი 7, 2024
- 0
„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”- ამბობს დედა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში. ოჯახის […]
წამში მივხვდი რომ გამარტყამდა“ – რას აცხადებს ვირუსული ვიდეოს მთავარი გმირი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა
- tony
- სექტემბერი 3, 2024
- 0
ინტერნერში გავრცელდა გოგონას ვიდეო, რომელსაც ფოტო/ვიდეოს გადაღებისას ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ვიდეოში ჩანს, რომ ახალგაზრდა ლიანდაგებთან […]
აჭარაში, 23 წლის ბიჭის საფლავზე 100-მდე ცოცხალი ადამიანის დამარხული ფოტო იპოვეს
- tony
- ოქტომბერი 13, 2024
- 0
საფლავებში ჩამარხული ცოცხალი ადამიანების ფოტოები – ბოლო რამდენიმე თვეა, სხვადასხვა სოფელში ადამიანები უშედეგოდ არკვევენ ვინ […]