ფრესკა, რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტეს ჯვარცმის სცენა, არის დახატული 1350 წელს, კოსოვოს ერთ-ერთ მონასტერში, რომელსაც ეწოდება “ვისოკი დეკანი”. ფრესკის მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში აშკარად გამოსახულია ორი ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ორივე ობიექტის შიგნით ჩახატულია ადამიანი, რომელიც მართავს ამ საფრენ აპარატებს. მარჯვენა კუთხეში დახატულ პილოტს თავი უკან აქვს მობრუნებული და უყურებს მარცხენა კუთხეში დახატულ საფრენ აპარატს. არცერთ პილოტს არ აქვს შარავანდედი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან წმინდანები. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს საფრენი აპარატები არის მთვარისა და მზის სიმბოლოები, არადა ქრისტიანული ეკლესია მზეს და მთვარეს არ მიიჩნევს ცოცხალ, პატივის მისაგებ არსებებად და არც მათ პერსონიფიკაციას ეთანხმება ხატწერაში. ასევე აღსანიშნავია, რომ მე-14 საუკუნეში, როდესაც ეს ფრესკაა შექმნილი, შესაძლოა მხატვრისთვის ღვთის გმობის მუხლი წაეყენებინათ და გაესამართლებინათ, ამიტომ ასეთი რამის გამოსახვა საკმაოდ დიდ რისკად შეიძლება ჩაითვალოს.
Related Posts
რომელი ლოცვა იკითხება ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულზე?
- tony
- აგვისტო 19, 2024
- 0
დღეს, 19 აგვისტოს მართლმადიდელი ეკლესია ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მართლმადიდებლებისთვის ფერიცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის […]
დღეს მიცვალებულთა საყოველთაო ხსენების დღეა – რა ლოცვა უნდა წაიკითხოთ
- tony
- მარტი 9, 2024
- 0
ამ დღეს ყველა ეკლესიაში აღესრულება დიდი პანაშვიდი, ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან გარდაცვლილთა სულები საკუთარი ოჯახის […]
რა მოხდა სინამდვილეში ქრისტეს აღდგომის დღეს
- tony
- თებერვალი 11, 2024
- 0
მრავალი წლის წინ, ქრისტეს ჯვარზე გაკვრის შემდგომ, მისი სხეული მოათავსეს მღვიმეში. გამოქვაბულს დააფარეს ძალიან მძიმე […]