პოლიტიკოსი დათო ლორთქიფანიძე, რომელიც სოსო ჯაჭვლიანის უახლოესი მეგობარია, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ცნობებს გვაწვდის.მისი თქმით, ჯაჭვლიანი ახალ წელს თბილისში შეხვდა, თუმცა, ჯანმრთელობის პრობლემა, იძულებული გახადა, კვლავ თურქეთში დაბრუნებულიყო.„სოსოს მდგომარეობა 5-თვიანი მკურნალობის შემდგომ, რასაც თურქეთის კლინიკაში აწარმოებდა, შედარებით უკეთესი გახდა. ახალი წლის წინა დღეებში, თურქმა ექიმებმა საშუალება და უფლება მისცეს, რომ თბილისში წამოსულიყო. ახალ წელს აქ შეხვდა, ოჯახთან ერთად. 10 იანვრისთვის ქიმიის კიდევ ერთი გადასხმა უწევდა, იქიდან ეს მედიკამენტი წამოიღო და აქ, ერთ-ერთ კლინიკაში მივიდა.ამის შემდეგ მისი მდგომარეობა სამწუხაროდ, სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს პროცესები ქიმიამ იცის, არაპროგნოზირებადია, სისხლის პრობლემა შეექმნა, რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა. მისი მდგომარეობა ისეთი საყურადღებო გახდა, თურქეთში გადაფრენა მოუწია. დაახლოებით, 10 დღეა, რაც თურქეთში დაბრუნდა. ახლა იქ მკურნალობას აგრძელებს. სხვა სიახლეს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით“, – გვითხრა დათო ლორთქიფანიძემ.
Related Posts
ვრცელდება ლაივი იტალიიდან,სადაც აღწერილია ქართველი ბიჭების საშინელი მდგომარეობა.
- tony
- დეკემბერი 16, 2023
- 0
ლაივი ვრცელდება იტალიიდან,სადაც ჩანს თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ქართველი ბიჭები.
რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მამუკა მდინარაძეს შიშველ ფეხზე აცვია ?
- tony
- აპრილი 28, 2024
- 0
სოციალურ ქსელში აიტაცეს ფოტო სადაც მამუკა მდინარაძეს შიშველ ფეხზე ძვირადღირებული ლოფერები აცვია. როგორც ირკვევა პოლიტიკოსის […]
მარიო ჩიმარომ 21 წლით უმცროსი ცოლი გამოაჩინა – მისი სილაზით ხალხი გაოგნებულია
- tony
- აგვისტო 16, 2024
- 0
მარიო ჩიმარომ ქართველების გული უკვე დიდი ხანია რაც მოიგო. ის ბევრ ცნობილ და ხალხისთვის საყვარელ […]