მოკლული 14 წლის გოგოს, აიტაჯ შაჰმაროვას, დედა საპატიმროდან წერილს ავრცელებს. წერილში იეგანა მაჰარამოვი აცხადებს, რომ მომხდარში დამნაშავე არ არის.
„ვისურვებდი, რომ ჩემი ეს წერილი წაიკითხოს ყველა დედამ, ვინც შვილი დაკარგა, რადგან ასეთი ტკივილის მქონე დედები გაიგებენ ჩემს უდანაშაულობას. მე ყოველთვის ვიყავი ჩემი შვილის გათხოვების წინააღმდეგ. ღმერთია მოწმე.
ყველანაირად ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია ჩემი ძმის, ნათიგის გადაწყვეტილებას აიტაჯის ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნათიგის ყოველთვის მეშინოდა. პირობა დავდე, რომ აიტაჯმა ალიმზე მხოლოდ მაშინ დაქორწინდებოდა, როცა 18 წლის გახდებოდა.
სამწუხაროდ, დაპირების და ფიცის დარღვევით, მათ ჩემი ქალიშვილი მოიტაცეს. იმ დღეს აიტაჯმა დამირეკა და სოფლიდან წავიყვანე.
ჩემმა ძმამ ნათიგმა დამირეკა და მოკვლით დამემუქრა. შემეშინდა და ლამბალში დავბრუნდით. იქ ნათიგმა აიტაჯს გადაიფიქრა და აიტაჯმა გადაწყვიტა ალიმთან დარჩენილიყო.
ქორწინების დროს აიტაჯი ყოველთვის მეუბნებოდა, რა ბედნიერი იყო.
ვისურვებდი, რომ არც ერთმა დედამ არ დაკარგოს შვილი, არც ერთმა დედამ არ განიცადოს ეს ტკივილი. თხოვნა მაქვს დედებთან: ილოცეთ ღმერთს, რომ ძალიან მალე შევძლო ჩემი ქალიშვილის საფლავზე ჩახუტება“, – წერს იეგანე მაჰარამოვა.