რა ხდება საიქიოში? – იმ ადამიანების მონაყოლი,რომლებიც გარდაიცვალნენ და გაცოცხლდნენ.
რა ხდება საიქიოში? – იმ ადამიანების მონაყოლი,რომლებიც გარდაიცვალნენ და გაცოცხლდნენ. 05-11-2023 1 322
Aa
ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს გარდაცვალების შემდეგ ნეტა რა ხდება იმ ქვეყნად?მაგრამ სრულიად გასაგები მიზეზი გამო ზუსტად ვიცოდეთ თუ რა ხდება საიქიოში შეუძლებელია გავიგოთ.თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს და ცალი თვალით შეიხედეს იქაურ სამყაროში.
მოდით გავიგოთ რას გვიყვებიან ისინი.აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული შემთხვევების მონაყოლი იდენტურია იმ ათასობით შემთხვევებისა, რომლებსაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს.
შავი ხვრელი
გოგონა, რომელსაც გული წაუვიდა გაკვეთილის დროს, ჰყვებოდა, რომ როგორ ეშვებოდა შავ ხვრელში უფრო და უფრო სწრაფად, შემდეგ შემოესმა ხმები, როგორც აღმოჩნდა ხმები იყო იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობდნენ მის გრძნობაზე მოყვანას.
მოჩვენების ხმა
მამაკაცმა, რომელიც ჰოსპიტალში სიმსივნით იყო დაავადებული ექიმებს მოუთხრო, რომ ღამით ნახა მისი საწოლი თითქოს ცეცხლით იყო გარშემორტყმული.შემდეგ მოვიდა პატარა გოგონა-მოჩვენება, რომელმაც უთხრა, რომ მისი ჟამი დადგა.მართლაც რამდენიმე საათში მამაკაცი გარდაიცვალა.
აჩქარებული დრო
ახალგაზრდას, რომელსაც გული გაუჩერდა ასთმის შეტევის დროს ჰყვებოდა, რომ იგრძნო როგორ დატოვა საკუთარი სხეული, ის ხედავდა როგორ გადი-გამოდიოდა დედამისი ოთახში, ზემოდან ხედავდა საკუთარ გალურჯებულ სხეულს.რეალური სურათები ბუნდოვანი იყო, ხოლო ყველაფერი აჩქარებული(როგორც ვიდეო კადრების გადახვევის დროს), რეალურ სიჩქარე მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როდესაც გრძნობაზე მოიყვანეს.
გარდაცვლილი ნათესავები
პატარა ბიჭუნამ, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, ჰყვებოდა, თუ როგორ დატოვა სხეული და როგორ ისრუტავდა მას ცისფერ გვირაბი, გვირაბის ბოლოს მას შეხვდა გარდაცვლილი ნათესავები, რომლებიც თითქოს საპნის ბუშტებში იყვნენ მოქცეულები.ნათესავებმა უთხრეს, რომ მისი დრო ჯერ არ დამდგარა, ამის შემდეგ ის უკან გამოფრინდა ისევ და საკუთარ სხეულში დაბრუნდა.
სული-კანიბალები
მამაკაცი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა ნაღვლის ოპერაციის დროს, იგრძნო თუ როგორ დატოვა კლინიკის შენობა, ერთ ერთ გასასვლელთან მას დახვდა უცნაური გამჭვირვალე ფიგურები, რომლებმაც ხელი მოჰკიდეს და ის სადღაც დაბურულ ნისლში წაიყვანეს.
შემდეგ მას თავს დაესხნენ და შეჭმა დაუპირეს, სასოწარკვეთილმა მამაკაცმა რომლის სახელი ჰოვარდ სტომია, დაიწყო ლოცვა და ღმერთს შეევედრა გადაერჩინა.ცოტა ხანში ის საკუთარ სხეულში დაბრუნდა.
ამ შემთხვევამდე სტომი მყარი ათეისტი იყო, რომელიც ამჟამად მორწმუნედ იქცა.
უფსკრული სამოთხეს და ჯოჯოხეთს შორის
ქალმა რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა ოპერაციის დროს ნახა უფსკრული რომლის ერთი მხარე პირქუში ქვებით იყო სავსე, ხოლო მეორე მხარეს ლამაზი, ყვავილებით სავსე მინდორი.იგი უფსკრულის ნაპირზე მიფრინავდა და გრძნობდა ვიღაცის ხელი როგორ ექაჩებოდა ქვემოთ.სასოწარკვეთილმა ძალა მოიკრიბა და მინდვრამდე მიფრინდა, სადაც უსაზღვრო სიხარული განიცადა.ამ დროს ექიმების ხმაც მოესმა, რომლებმაც სააქაოს დააბრუნეს.
გვირაბის ბოლოს სინათლე
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა.მოზარდი, რომელსაც თავის მოკვლა სურდა და გადაარჩინეს ყვებოდა, თუ როგორ მიფრინავდა სრულიად ცარიელ გვირაბში, ბოლოს კი გამოჩნდა თვალისმომჭრელი სინათლე, ხელით უნდოდა შეხება, მაგრამ მყარი გამჭვირვალე აპკი შეხვდა..და მაშინ მიხვდა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო.
მფარველი ანგელოზი
მოტოციკლისტი, ავარიის შემდეგ გზის პირას იწვა და გრძნობდა რომ სიკვდილის პირას იყო, ამ დროს მასთან მივიდა ვიღაც ქალი, დააწყნარა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.ქალი მას შემდეგ გამოემშვიდობა მოტოციკლისტს, როდესაც იგი სასწრაფო დახმარების საკაცეზე დააწვინეს.
საავადმყოფოში, გონს მოსულმა მამაკაცმა პირველ რიგში ის ქალი იკითხა, რომელიც გვერდზე ედგა და ამხნევებდა, თუმცა მედიკოსებმა ყველამ ერთხმად განუცხადეს, რომ ავარიის ადგილზე სრულიად მარტო იყო.მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მას იმ დროს მფარველი ანგელოზი ედგა გვერდით.
განვლილი ცხოვრება
მრავალი ადამიანი კლინიკური სიკვდილის გადატანის შემდეგ ჰყვება, რომ მთელმა განვლილმა ცხოვრებამ თითქოსდა კადრებად წამებში მის თვალწინ გაირბინა.
ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელმაც სისხლის გადასხმის დროს გონება დაკარგა აღმოჩნდა ოთახში, სადაც ჩაირთო ტელევიზორი და დოკუმენტური ფილმის მსგავსად ყველა ის კადრები ნახა, სადაც სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა.ახალაგაზრდა ისეთ საშინელ ხასიათზე დადგა, რომ როდესაც მიხვდა, რომ ამ ქვეყნად მოაბრუნეს, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა