ვისი ფოტოები იპოვეს ქობულეთში ერთ-ერთი გარდაცვლილის საფლავზე – ადგილობრივები დახმარებას პოლიციას სთხოვენ

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე 120 ცოცხალი ადამიანის ფოტო იპოვეს დამარხული. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცველები. შეშფოთებული სოფელ გელაურის მცხოვრებლები გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

“როგორც ცნობილია, ფოტოები ზემოდან მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია… ფოტოსურათები მათზე გამოსახული პირების “ფეისბუქალბომებიდანაა”აღებული და შემდეგ დაბეჭდილი. სურათებზე აღბეჭდილი პიროვნებები იდენტიფიცირებულია“.

“ეს ნაკაიძეების საფლავზე მოხდა, დედა ყოველდღე დადის შვილის საფლავზე და უცნაურად დატკეპნილი მიწა,რომ შეამჩნია ის ადგილი ამოთხარა, თან დანაც დარჩა ეტყობა იმ ბოროტ მოქმედს, დანაც იპოვეს… ამოთხარეს და აღმოაჩინეს ეგ სურათები”.

“ძალიან შემეშინდა, გული მაქვს ცუდად…” – წერენ კომენტარებში.

გავრცელებული ცნობით, ფოტოებზე ადგილობრივები არიან აღბეჭდილები.

One thought on “ვისი ფოტოები იპოვეს ქობულეთში ერთ-ერთი გარდაცვლილის საფლავზე – ადგილობრივები დახმარებას პოლიციას სთხოვენ

  1. ეშმაკს ჰკითხეს, რატომ ხარ გაჩერებული, რად არ აკეთებ შენებურსაო.
    ეშმაკმა უთხრა: ჩემს გასაკეთებელია ადამიანები აკეთებენ, მე საქმე აღარ დამრჩა გასაკეთებელი და ვნებივრობ, ტკბობით ვცხოვრობო!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *