ნაპოლის” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მცველი რუუდ კროლი იტალიურ მედიასთან ნაპოლის შესახებ საუბრობს, სადაც კვარაცხელიასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
“ძალიან მნიჩვნელოვანია რომ კვარაცხელიას თამაში გაუმარტივონ. მას მეტი სივრცეები სჭირდება. თუ თავისუფალ სივცრეში მოექცევა, მუდამ წინ წავა და გაცილებით სახიფათო გახდება. პერიოდულად მან პოზიციაც უნდა შეიცვალოს. ლუჩიანო სპალეტის ვესაუბრე ამ საკითხზე და ის დამეთანხმა. სპალეტის დროს გუნდი მუდამ წინ მიდიოდა, ახლა კი მაძარის დროს ძირითადად უკან ხდება ბურთის დაბრუნება.” – განაცხადა კროლმა.