სამოქალაქო აქტივისტი, ნინო დოფიძე, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„არიან ადამიანები, რომლებიც ქალაქს უტოლდებიან და მეტიც. ჩემთვის ხაშური ნინო დოფიძეა. ახალგაზრდა, საოცარი გოგო, რომელსაც ლიტერატურა ძალიან უყვარდა. შეზღუდული შესაძლებლობა? საშინლად მძულს ასეთი სახელდებები. ჩვენი ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ და ან ვინ ყოფილა შეუზღუდავი ძალის? ცოტა და ერთი მათგან ნინო იყო: დიდი მაგალითი უამრავი ადამიანისთვის, უანგარო მონდომებით და დონ-კიხოტური სულით. რამდენჯერმე ვნახე ხაშურში, საკუთარ ლიტერატურულ კლუბში, რომელსაც მე ნინოს სახელს დავარქმევდი დღეიდან, თუმცა ახლო მეგობარივით მწერდა და ხშირად. მწერდა ყველაზე რთულ წუთებში – როცა ზოგი მეგობარიც მივიწყებდნენ. ვიცი, ბევრს გვაქვს მისი ამგვარი ვალი. როგორ გადავიხდით? ვერაფრით. ასე თუ ამოვიოხრებთ მხოლოდ“, – წერს გიორგი კეკელიძე.
„სულ გვემახსოვრები და ყველას ჩვენებურად გვეყვარები, ნინო. ჩავთვლი რომ სხვა პლანეტაზე გადახვედი საცხოვრებლად, რომ იქაურებსაც წიგნები შეაყვარო…“- წერენ მეგობრები.