რამდენიმე დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობის ბურჩუ ბინიჩის შესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.
მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება.
ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.
“ჩემი ფესვები ქართული და ლაზურია…,” – ამბობს მედიასთან ბურჩუ.
“ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები”, – განაცხადა მან.