მე მძიმედ ვარ, სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი…რა განცხადებას აკეთებს მერაბ სეფაშვილი.

“როცა მოვკვდე, ჩამაყოლეთ ჩემი შავი ნაბადია…” – მღეროდნენ მერაბ სეფაშვილი და კაკული გურიელაშვილი და მათი მეგობრობა წლებს ითვლიდა. და იყო ოცდაოთხ საათიანი და გაუთავებელი დღესასწაული; შეწყობილი ხმები და ნაბიჯები… გზები ისრაელსა და საქართველოს შორის და გულების ერთიანობა. თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ვერ იმღერებო. ჰოდა, ერთმანეთიც უყვარდათ და უერთმანეთობაც აძრწუნებდათ. ამბის გასაგებად, მერაბი ხუთ წუთში ერთხელ მირეკავსო, ისრაელში საომარი ვითარების დროს ამბობდა კაკული.

უკვე დეკემბერში, მერაბმა უკანასკნელად მოინახულა დამძიმებული ძმა და ეს ერთგვარი გამომშვიდობებაც გამოვიდა.

59 წლის კაკული გურიელაშვილმა იმიერში გადაინაცვლა და ამის შესახებ მისმა ვაჟმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო ყველას…

5 იანვრის შემდეგ მერაბს ძალიან უჭირს. იცოდა, რომ ავ სენთან მებრძოლ ძმად ნაფიცს, ადრე თუ გვიან გამოეთხოვებოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე დამდგარს უმძიმს.

მეგობარზე წარსულში საუბარი არც ახლა შეუძლია. “პრაიმტაიმთან” მხოლოდ პატარა კომენტარს აკეთებს.

მერაბ სეფაშვილი: – ჩათვალეთ, რომ ოჯახის წევრი გარდამეცვალა. ძმებივით ვიყავით. გარდაცვალებამდე ათი დღით ადრე ვინახულე. უკვე ძალიან ცუდად იყო. თითქმის, ლაპარაკიც აღარ შეეძლო. აი, ასე… სრულად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *