გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაშია. კლინიკებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და ხანდაზმულები არიან.
ექიმების რეკომენდაცია ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებაა.
„ამ ეტაპზე A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელსაც ახასიათებს მწვავე დასაწყისი – მაღალი ცხელება, სახსრების, კუნთების, ყელის და თავის ძლიერი ტკივილი, მშრალი ხველა, საერთო სისუსტე და ინტოქსიკაცია. მიმდინარეობა დაახლოებით 3-5 დღემდეა, მაგრამ გართულებულ შემთხვევაში 2 კვირამდე გაგრძელდეს. მოსალოდნელია, იანვრის პერიოდში შემთხვევის მზარდი ტენდენცია იყოს. ძალიან კარგი იქნება, თუ რისკჯგუფები ჩაიტარებენ ვაქცინაციას“, – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.