იცოდით, რომ თუ საპონს სასთუმლის ქვეშ დაიდებთ, თავს დააღწევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას და გაიუმჯობესებთ ძილს.
პირველი რა გაიფიქრეთ, როდესაც გაიგეთ, საპნის ამ ფენომენის შესახებ? ალბათ იფიქრეთ, რომ ეს მეთოდი არის თეთრეულის დეზინფექციისთვის ან სასიამოვნო არომატისთვის, ან ტკიპების საწინააღმდეგოდ. მაგრამ მიზეზი არის სხვა.
საპონი, როგორც კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება
სასიამოვნო არომატთან ერთად, რომელსაც აფრქვევს საპონი, გაგათავისუფლებთ ფეხის კრუნჩხვისგან. ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და მათ, ვისაც კრუნჩხვა გამოუცდია, იციან თუ რა ჯოჯეხეთური ტკივილია. შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ორსულებს, სპორტსმენებს.
კუნთების დაძაბულობის დროს საპნის მოქმედების მექანიზმს ვერავინ ხსნის, ამ ფენომენს მეცნიერული ახსნა არ აქვს, შესაძლებელია მაგიური თვისება მის არომატში იყოს. საპნის თერაპიული ეფექტი კრუნჩხვისგან თავის დაღწევაში გვეხმარება _და ეს ფაქტია.
ექსპერტები ამბობენ, რომ კრუნჩხვები ინტენსიური ფიზიკური აქტივობის შედეგად ჩნდება, მაგრამ შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებით ან სერიოზული დაავადებებით. როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, კრუნჩხვა შეიძლება მიუთითებდეს გარკვეული ორგანოებისა და სისტემების გაუმართაობაზე.
პირველ რიგში, აირჩიეთ სასიამოვნო არომატის ნებისმიერი საპონი და დადეთ ბალიშის ქვეშ ან საწოლის კუთხეში და ზემოდან გადააფარეთ ზეწარი. მთავარია, ძილში ხელი არ შეგიშალოთ
იმისათვის, რომ საპონმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ დაკარგოს თავისი თვისებები, ააჭერით ზედა ფენა.
თუ კრუნჩხვები გაწუხებთ დღის განმავლობაში, მტკივნეულ ადგილზე დაიდეთ საპონი და გაიჩერეთ ტკივილის აღმოფხვრამდე.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ დროებითია. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, ჩაიტაროთ გამოკვლევა და გაარკვიოთ კრუნჩხვის გამომწვევი მიზეზი.
გარდა კრუნჩხვისა, საპნის არომატს სხვა სარგებელიც მოაქვს. სხვადასხვა არომატის საპნით მიიღებთ სხვადასხვა ეფექტს. მაგალითად:
- საპონი ლავანდის არომატით დაგამშვიდებთ, მოგიხსნით სტრესს, დაძაბულობას, დაგეხმარებათ სწრაფად და მშვიდად დაიძინოთ.
- ზღვის გრილი სურნელი ან ნაძვის წიწვების სუნი გაგრძნობინებთ სიმსუბუქეს.
- სარეცხი საპნის მძაფრი სურნელი ებრძვის საწოლში არსებულ პარაზიტებს.
- თუ ზეთისხილის საპონს დადებთ მატრასის ქვეშ, საწოლს დაიცავთ ტკიპებისგან.
ბევრი ადამიანი სურნელოვან საპონს დებს კარადაში და სამოსს უნარჩუნებს სასიამოვნო არომატს და იცავს ჩრჩილებისგან.
დაიმახსოვრეთ, საპონი აუცილებლად უნდა ამოიღოთ შეფუთვიდან.