კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, დარია ფედოროვამ დედაქალაქის ექვს ეკლესიაში ათი ხატს აუღო ანალიზი. გოგონა თვლის, რომ თუ იგი ტაძარში გამოსახულებას კოცნის, მას უფლება აქვს იცოდეს, რა ბუდობს მასზე.
დარიამ, ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელთან ერთად ერთად, მოსკოვის ეკლესიების ხატებიდან რამდენიმე ნიმუში აიღო, გოგონას ამის გაკეთება, ფარულად მღვდლის კურთხევის და ნებართვის გარეშე მოუწია.მათი მსჯელობის მიხედვით, თუ ხატის მინას კოცნიან, უფლება აქვთ იცოდნენ რა არის მასზე. ”უფრო მეტიც, ზოგიერთი კვალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – ერთ-ერთ ხატს ტუჩის საცხის კვალიც კი ეტყობოდა” – ამბობს ფედოროვა.
”ჩვენი ექსპერიმენტის მიზანი არ იყო იმის ჩვენება, რომ ეკლესია ერთი დიდი ბაქტერიაა. ეს პროექტი ღმერთს არ უარყოფს და არც ამ ამბავში ადამიანების ჩარევას გულისხმობს. ნათელია, რომ მათთვის, ვინც ყოველდღე ეკლესიაში დადის, რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ფიქრობდნენ, რომ ხატი ბინძურია. ჩემმა პარტნიორიც კოცნიდა ეკლესიებში ხატებს, თუმცა პროექტის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ შემდეგ ჯერზე უკვე ორჯერ დაფიქრდება, სანამ ამას გააკეთებს.”–აღნიშნა დარიამ.
ეპიდემიების დროს ხატები ინფექციების მატარებლად ითვლებოდნენ და ეკლესიები დაკეტილი იყო. მაგრამ ინფექციების გამავრცელებელი შეიძლება იყოს ღვინოც. როდესაც მიდიხარ ზიარებაზე, 20 კაციან რიგში დგახარ კაჰორისთვის და შემდეგ კოცნით ხელს -” ხელიდანაც მინდოდა ისე ანალიზების გაკეთება” -ამბობს დარია.
“თუმცა, დასაწყისითვის ხატებზე შევჩერდით. ზამოსკვორეჩიეს ექვს ეკლესიიდან ავიღეთ შემდეგი ხატების ანალიზი: წმინდა სერგიას, ქრისტეს აღდგომის, სერაფიმე საროსვკის, წმინდა ელიზაბედის, ღვთისმშობლის, უფლის ნათლობის, სპირიდონის ტრიმიფუნტა და Неупиваемая Чаша-ს(რუსული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ცნობილი 1878 წლიდან)”
ხატებზე ანალიზის შემდეგ გამოვლინდა შემდეგი ბაქტერიები:Fusarium, Aspergillus, Cladosporium, Penicillium, Bacillus cereus და Staphylococcus aureus, ერთ-ერთ ხატის ანალიზიდან ეჭვი ციმბირის წყლულზეც (Bacillus anthracis)კი მიიტანეს, მაგრამ საბედნიეროდ მისი მონათესავე ჩხირი გამოდგა.
ფედოროვა მიიჩნევს, რომ ყველა მორწმუნემ, ხატზე შეხების შემდეგ, უნდა გაწმინდოს სადეზინფექციო ხელსახოცით. ამასთან, რელიგია და მეცნიერება ყოველთვის რთულ ურთიერთობაში იყვნენ, ფანატიზმი და დადგენილი წესები შეუთავსებელია. ამის დადასტურებას -ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნახავთ.
ორ ირანელ მამაკაცს სურდა დაემტკიცებინა, რომ რწმენა კორონავირუსზე ძლიერია, რა დროსაც მათ შიიტური სალოცავის რიკულები ალოკეს.ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელზეც ირანის ხელისუფლების დაუყონებლივი რეაქცია მოჰყვა, რაც მათი პატიმრობით და გაროზგვით დასრულდა.