სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაღუპულები არიან 50 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი.
ისინი ტრაგედიის ადგილთან ახლოს ცხოვრობდნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში დღეს საღამოს მოხდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ქვეითად მოსიარულე ცოლ-ქმარს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.