შეხვდება თუ არა ილია თოფურია ,ისლამ მახაჩევს.

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ილია თოფურიამ მოსამზადებელი კემპი დაიწყო.

დღეს კი ალვარო კოლმენერო, რომელიც ევროსპორტის ჟურნალისტია , ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკვე მოსამზადებელი კემპი ისლამ მახაჩაევმაც დაიწყო.

“დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ისლამ მახაჩევმა შემდეგი ბრძოლისთვის მოსამზადებელი კემპი დაიწო” – წერს სოციალურ ქსელში ალვარო კოლმენერო.

აღნიშნულ წყაროს შეგვიძლია დავენდოთ, რადგან ესპანელი ჟურნალისტის ინფორმაცია როგორც წესი ხშირად მართლდება და საკმაოდ ავტორიტეტული წყაროა. ასე, რომ თუ მახაჩევმაც მომზადება დაიწყო შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე სწორედ ის იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *