„უკარგესი გოგო აღარ არის…“ – სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

ჟურნალი „სითი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა მათი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ანკა სტურუა.

სამწუხარო ამბავს ნათია ბუკია ემოციური პოსტით ეხმიანება:

„ჩემი დის ბავშვობის მეგობარი და უკარგესი ახალგაზრდა გოგო აღარ არის… სიკვდილის მერე რაც არის, იმისი არ მეშინია მაგრამ აქ ვინც რჩება, როგორ გაუძლოს ამხელა ტკივილს? ყველას მხნეობას და გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს. ურთულესია სიკვდილი მაგრამ სიცოცხლე მის გარეშე არ არსებობს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. სიკვდილზე რომ მიფიქრია, ერთადერთი ხსნა ალბათ ის არის, მადლობელი იყო ყველა იმ წუთის და წამის, გარდაცვლილ ადამიანთან გატარების შესაძლებლობა რომ მოგეცა, როცა ეს დრო ბევრი იყო, განსაკუთრებით მაშინ. ანკა ნამდვილად ასეთი იყო თავისი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის, ბედნიერების და სიხარულის მომტანი. ასეთად დარჩება სულ, ახალგაზრდად, მხიარულად და ლამაზად“, – წერს ნათია ბუკი

2 thoughts on “„უკარგესი გოგო აღარ არის…“ – სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

  1. اعلام نتایج نهایی انتخاب رشته آزمون سراسری، قابل توجه داوطلبان آزمون سراسری که به منظور اطلاع از اعلام نتایج نهایی انتخاب رشته آزمون سراسری در زمان مقرر، می‌توانید از طریق پایگاه اطلاع‌رسانی سازمان سنجش آموزش کشور اقدام فرمایید.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *