ფონიჭალაში ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, დაჭრა 13 ნომერში მდებარე კორპუსში მოხდა.
აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბერი ნიკოლოზი, როგორც მას მრევლის ნაწილი უწოდებს. ერთმანეთს სწორედ მრევლი დაუპირისპირდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.