ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ლაონინის პროვინციის ქალაქ ჰულუდაოში მომხდარ წყალდიდობას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 დაკარგულად ითვლება, იუწყება ადგილობრივი მედია.
ინფორმაციის თანახმად, წყალდიდობა რეგიონში მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. უხვმა ნალექმა ქალაქში გზები, სახლები, სასოფლო სამეურნეო სავარგულები, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ზარალს ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, სტიქია 188 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო. სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა 1,44 მილიარდ დოლარს შეადგენს.