ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი დაახლოებით 1 საათია დაჯდომას ცდილობს.

სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი უამინდობის გამო აეროპორტში ვერ ჯდება.

თვითმფრინავი, რომელიც აეროპორტში 21:30 საათზე უნდა დაშვებულიყო, ბათუმის ცაზე მანევრირებს, პილოტი კი ეძებს უსაფრთხო დაშვების შესაძლებლობას.

ჯერჯერობით უცნობია, გადამისამართდება თუ არა ავიარეისი სხვა აეროპორტში. 

ინფორმაცია ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *