“თანამშრომლები გამომელაპარაკნენ, რატომ აღარ ჩანხარ ეკრანზეო…”- რატომ არ ჩანს ეკრანზე გვანცა დარასელია?

ახლა ვიყავი კლინიკაში, თანამშრომლები გამომელაპარაკნენ, რატომ აღარ ჩანხარ ეკრანზეო, ერთმა მკითხა, მეორემ უთხრა, ალბათ, ახალგაზრდებს დაუთმო ადგილიო. მინდა გითხრათ, რომ თავს ვგრძნობ სუპერ-ახალგაზრდად, მაქვს უამრავი ენერგია, იდეა და გეგმა. საერთოდ, მგონია, რომ ჩვენ, 30-დან 40-წლამდე ადამიანები, მეც ამ შუალედში ვარ ახლა, ვართ ამ ქვეყნის გამწევი ძალა – ეკონომიკურად, მორალურად, ყველანაირად, ასე, რომ თავი მაღლა! მთავარია, რომ ხელი არ შეგვიშალონ და ნერვები არ მოგვიშალონ, თორემ ყველაფერს შევძლებთ”, – ამბობს ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

გვანცა დარასელია ახლა ტელევიზიის მიღმა საქმიანობს – მან რადიოში გადაინაცვლა და საყვარელი ხმის მოსმენა დღეს “ქალების რადიოში” შეგიძლიათ.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *