ადამიანები ცოცხლად იმარხებიან – რა ხდება საჩხერე-რაჭის გზაზე

საჩხერე-რაჭის გზის მშენებარე მონაკვეთზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში იმერეთი ნიუსი ავრცელებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“SOS სასწრაფოდ !!!! გამოაქვენეთ ყველამ ადამიანები ცოცხლად იმარხებიან !!!

საჩხერე რაჭის გზის მშენებარე მონაკვეთზე განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა მთლიანად. შთანთქა. სასოფლო გზა ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და საკარმიდამო შემომსაზღვრელი ღობე ასევე მის საკუთრებაში არსებული მსხმოიარე ხეები მეწყრული პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ყიველდღიურად რაც საფთხეს უქმნის ადგილობრივი მაცხოვრებლის საცხოვრებელ სახლს არსებობს სახლში მაცხოვრებელთა ცოცხლად დამარხვის დიდი რისკი!!!

თვეებია ადგილობრივები აფთხილებენ ადგილზე მომუშავე კომპანიებს ხელისუფლების წარმომადგენლებს პრემიერ მინისტრს !! ადგილზე. განვითარებული მეწყრული პროცესების განვითარების შესახებ თუმცა მათგან რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ადგილზე მიმდინარეობს სამაგრი სამუშაოები მაგრამ იმდენად ნელი პროცესით რომ რეალურად მისი საჭიროება არც დადგება მომავალში რადგან ადგილზე სამუშაობის დასრულებამდე სტიქიის ზონაში მაცხოვრებლები ან დამარხულები იქნებიან ცოცხლად ან მათი საკარმიდამო. ნაკვეთი ადგილზე განვითარებულ მეწყერს მთლიანად შთანთქული ექნება .

ძალიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობა რაც ფოტოებზეც სჩანს !

დაზარალებულები გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ ფაქტობრივად იზოლაციაში არიან თუმცა ამდრომდე მათ დასახმარებლად არავის არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგია

გაზიარეთ მაქსიმალურად ყველას მივაწვდინით ხმა ამ უკიდურესად მძიმე მდგომარეობის შესახებ არ დაუშვად სხვა ტრაგედიების მსგავსად კიდევ ერთი ტრაგედია !!!!” – წერია გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *