საბერიოში, დამწვარი სახლის ადგილას ახალი აშენებულია. უბედურ მშობლებს ჭერი მაინც ექნებათ” – ამის შესახებ მწერალი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე წერს
კეკელიძე სახლის ფოტოსაც აქვეყნებს და ამბობს, რომ მცირე წვლილი მასაც მიუძღვის. ცნობილია, რომ სახლის ასაშენებლად თანხა კომპანია “გალფმა” გამოყო. ასევე ოჯახს დაეხმარა MMA GEORGIA.
ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში 5 იანვარს, გამთენიისას მოხდა.
ბებიასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ სტუმრად ჩასული ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდა. ბებიამ გასათბობად ღუმელის ანთება გადაწყვიტა, რა დროსაც ნავთი ბენზინში აერია და აღნიშნულმა ხანძარი გამოიწვია.
არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა – ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.
დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი – 4 თვის
