დღეისთვის მიღებული მონაცემები, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ, მისი ცნობიერება არ ქრება», — ამტკიცებს სტონ ბრუკის უნივერსიტეტი ჰოსპიტალის (Stony Brook University) ექიმი და რეანიმაციული პროცესების შესწავლის პროგრამის დირექტორი პარნია.
საუთჰემპტონის უნივერსიტეტის (University of Southampton) მეცნიერთა ჯგუფი, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ადამიანი ცნობიერებას ტვინის სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება…
თუმცა, ამ აღმოჩენას სენსაციას ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან 20 წლის წინ უკვე არსებობდა ამერიკელი ექიმის რაიმონდ მოუდის (Raymond Moody) 2 წიგნი – «სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ» და «სიკვდილისწინა განცდები», რომელშიც ადამიანების შეგრძნებები და განცდები არის გადმოცემული, სიკვდილის წინ და კლინიკური სიკვდილის მომენტში და უნდა აღინიშნოს, რომ ორივე წიგნი, თავის დროზე, ბესტსელერად იქცა.
ამ წიგნებში მოთხრობილია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომლებიც რამდენიმე წუთის მანძილზე «საიქიოში იყვნენ», სადაც გარდაცვლილ ნათესავების სულებს შეხვდნენ, მიფრინავდნენ ბნელ გვირაბებში, რომლის ბოლოს კაშკაშა სინათლეები მოსჩანდა და ა. შ…
«ჩვენ გაგვაჩნია სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ კლინიკური სიკვდილის დროს, ადამიანის ცნობიერება ფუნქციონირებას აგრძელებს. რასაც ლოგიკურად იმ აზრამდე მივყავართ, რომ «ადამიანური სუბსტანციის» სიცოცხლის სხვა ფორმებიც არსებობს, რომლებიც მატერიალური სამყაროს მიღმაა და ჩვენ მისი დანახვა არ შეგვიძლია» – განაცხადა პროფ. სემ პარნიამ. კითხვის გაგრძელება