მტრედები არ შორდებიან ბავშვებს… – რა ვიდეოს აქვეყნებს ოჯახის ახლობელი

მტრედები არ შორდებიან ბავშვებს, ერთ-ერთი მტრედი სულ ბავშვების კუთხეზე მოწყობილ მაგიდაზეა, არ შორდება – წერს მამუკა ძანძავა, ჭოლარიების ოჯახის ახლობელი.

5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების ოჯახში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მცირეწლოვნები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლიდან უკვე გაწერეს. 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაეშვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *