ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა მსოფლიოს მასშტაბით აკვირვებდა ხალხს საკუთარი ნიჭითა და შესაძლებლობებით. მაგრამ ბევრმა არ იცის ალბათ, რომ ვანგას ჰქონდა საკუთარი წესები, რომელიც ფულისა და ბარაქის სახლში მოზიდვას უკავშირდება.
- თუკი გსურთ, რომ სახლში ბარაქამ დაისადგუროს და ავი თვალისგან დაიცვათ ოჯახი, კარის ზღურბლზე ანწლის რტოებისგან გაკეთებული ჯვარი ჩამოკიდეთ.
- დილით საწოლიდან ადგომისას არასოდეს ჩაიცვათ ჯერ ერთი ფეხსაცმელი და მერე მეორე. აუცილებელია ორივე მონახოთ და ჩაიცვათ ერთდროულად, თუკი გსურთ, რომ დღე წარმატებული იყოს.
- სახლში ფულის მოსაზიდად შეინახეთ მონეტები და სხვადასხვა ქვეყნის ფულის კუპიურები. თუმცა, სასურველია, თუკი მონეტები ვერცხლისფერი იქნება.
- თუკი გსურთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი, ნათელი პერიოდი დაიწყოს, ახალმთვარეობას ავეჯი გადაადგილეთ სახლში.
- არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე პურის ბოლომდე შეუჭმელი ნაჭრები, მით უმეტეს, არასოდეს გადაყაროთ ისინი. ასე თქვენი ცხოვრებიდან ბარაქა და ფული წავა. აჯობებს ძველი პურით ჩიტებს გაუმასპინძლდეთ.
- თუკი გსურთ, რომ მთელი წელი ფინანსურად უზრუნველყოფილი გქონდეთ, ახალი წლის ღამეს ზუსტად თორმეტზე გადათვალეთ საფულეში არსებული მსხვილი კუპიურები.
- თუკი ფინანსური პრობლემები გაქვთ, ხალიჩის ქვეშ ერთი კვირით გააჩერეთ ხავსი, პრობლემები გამოგისწორდებათ.
- მზის ჩასვლის შემდეგ ფული არც ისესხოთ, არც გაასესხოთ.
- როცა პურს ან ფუნთუშეულს აცხობთ სახლში, ცომის მოზელის შემდგომ არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ შინაურებთან. ასე სახლიდან ბარაქა წავა.
- თუკი სიღარიბეს გინდათ დააღწიოთ თავი, საფულით მწვანე კვარცის ნატეხი ატარეთ ხოლმე.
- არასოდეს დადოთ მაგიდაზე გასაღები და ქუდი, ასევე არასოდეს დაჯდეთ მაგიდაზე ეს თქვენს ოჯახში სიღარიბეს მოიზიდავს.\
- არასოდეს დატოვოთ პურში ჩარჭობილი დანა, თუკი არ გსურთ, რომ ოჯახში სიღარიბე გქონდეთ.
- ახალნაყიდი საფულით რაღაც პერიოდი მაინც ძვირფასი ოქროს ნივთი ატარეთ. ასე დიდ ფულსა და ბარაქას მოიზიდავთ თქვენკენ.