ირაკლი ოქრუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე განცხადებას ავრცელებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:„ნუ ხართ გულუბრყვილოები ვისაც განსაკუთრებული და ილუზორული მოლოდინები გქონდათ ან ჯერ კიდევ გაქვთ სალომე ზურაბიშვილისგან. მისგან ვერც ჟანა დარკი გამოდნება, ვერც ქართლის დედა და ვერც მაია წყნეთელი. არც ბარიკადებზეა ამსვლელი და არ მეკვლედ ივარგებს. მისი ფასეულობა ამ მომენტში ზუსტად ისაა, რასაც კარგად ართმევს თავს – ინსტიტუციის ლეგიტიმაცია და პროცესის მხარდაჭერის მიღება დასავლეთისგან. მათთან სალაპარაკო “ენა” კი მშვენივრად იცის და მხოლოდ მაგაზე უნდა გვქონდეს მოლოდინი, თორემ თავიდანვე სასაცილოდ ჟღერდა დასახელება “არჩევნებში გამარჯვებულ პარტიათა პრეზიდენტთან არსებული საკოორდინაციო საბჭო”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *