ვინ განიხილებოდა თავდაპირველად პრეზიდენტობის კანდიდატად “ქართულ ოცნებაში”?

როგორ შეარჩია ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის კანდიდატად? – “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მანამ სანამ დღის წესრიგში პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილს არჩევა გადაწყდებოდა, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძემ თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის კანდიდატურა შესთავაზა.

კობახიძის არგუმენტი იყო, რომ კალაძეს მერობის ვადა ეწურება და ხალხშიც ” ქართული ოცნების” სახეებს შორის ყველაზე მეტი მოწონების მაჩვენებელი აქვს, ივანიშვილმა კი ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ “მოიფიქრებდა”- ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა კობახიძეს უთხრა, რომ “მისი რჩევა გაითვალისწინა და კანდიდატად ფეხბურთელის დასახელება გადაწყვიტა”, ოღონდ ეს არა კახა კალაძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი იყო.

წყარო: ტვ პირველი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *