არასრულწლოვანმა 44 წლის მამაკაცი დაჭრა,რა ხდება ცნობილი .

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ოროზ­მან­ში 17 წლის არას­რულ­წლო­ვან­მა 44 წლის მა­მა­კა­ცი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. მომ­ხდარს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ფაქტს შე­ეს­წრნენ და ამ­ბო­ბენ: “ისე უცებ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, ვერც კი წარ­მოგ­ვედ­გი­ნა და­ნით თუ დაჭ­რი­დაო”.

არას­რულ­წლო­ვან­მა რო­გორც კი მა­მა­კა­ცი დაჭ­რა, კონ­ფლიქ­ტში სოფ­ლის ბირ­ჟა­ზე მყო­ფი ბი­ჭე­ბი მა­შინ­ვე ჩა­ე­რივ­ნენ და გაშ­ვე­ლეს ისი­ნი. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი კი სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ექი­მებ­მა სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მას ჭრი­ლო­ბა კის­რის არე­ში აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს. არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუქ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.”

“ეს ფაქ­ტი ორი დღის წინ მოხ­და. დაჭ­რილ მა­მა­კაცს არ აქვს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ის უკვე გა­წე­რეს სახ­ლში. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი და მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია, 44 წლის არის. კარ­გი ოჯა­ხი აქვს. მას არა­სო­დეს არა­ვის­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია. ეს არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, რა იყო ჩხუ­ბის მი­ზე­ზი, ზუს­ტად ჯერ არ ვი­ცით, მაგ­რამ რო­გორც ირ­კვე­ვა, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცის გო­გოს გამო მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბი არ არი­ან, სხვა­დას­ხვა უბან­ში ცხოვ­რო­ბენ. ერთი ქვე­და უბ­ნის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია, მე­ო­რე ზედა უბან­ში ცხოვ­რობს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არას­რულ­წლო­ვან ბიჭს მე­სი­ჯი მი­უ­წე­რია დაჭ­რი­ლის შვი­ლის­თვის, ამ­ბო­ბენ, უყ­ვარს ეს გო­გოო. ერთ სკო­ლა­ში სწავ­ლო­ბენ, ბიჭი გო­გო­ზე ერთი წლით უფ­რო­სია, სხვა­დას­ხვა კლას­ში არი­ან. ეტყო­ბა გო­გომ ეს ამ­ბა­ვი მა­მას უთხრა და იმ დღეს მამა მი­სუ­ლა ბი­ჭის დე­დას­თან, რა­ტომ წერ­სო და გა­უფრ­თხი­ლე­ბია, რომ მის ბიჭს მე­სი­ჯი არ მი­ე­წე­რა მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის. რო­გორც ჩანს, დე­დამ უთხრა ეს ამ­ბა­ვი შვილს და იმა­ვე დღეს მი­ვი­და არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გოს უბან­ში, გო­გოს მა­მას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ. მამა ბირ­ჟა­ზე მდგა­რა მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად და ბიჭ­მა გა­იხ­მო, არ მო­ე­ლო­და არა­ვინ რომ დაჭ­რი­და. სხვე­ბი ამ­ბო­ბენ, გვე­გო­ნა რამე სა­ლა­პა­რა­კო ჰქონ­დათ და იმი­ტომ გა­იყ­ვა­ნაო. ამ დროს მოხ­და კონ­ფლიქ­ტი და უცებ და­ნით დაჭ­რა არას­რულ­წლო­ვან­მა გო­გოს მამა. მე­ზობ­ლე­ბი შეს­წრნენ, უბან­ში ვინც იყ­ვნენ, ეგ­რე­ვე მი­ვარ­დნენ და მო­ა­შო­რეს დაჭ­რილს ბიჭი. დაჭ­რი­ლი სას­წრა­ფოდ მი­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. პო­ლი­ცი­აც მო­ვი­და და და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, ბიჭი კი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ გა­მო­უშ­ვეს ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში სო­ფელ ოროზ­მან­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქამ­რან ხი­დი­რო­ვი. მისი თქმით, ბიჭი დე­დას­თან იზ­რდე­ბა, მას მამა წლე­ბის წინ გარ­და­ეც­ვა­ლა და მარ­ტო­ხე­ლა დედა ზრდის. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *