ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თამთა სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილის მიერ მისი მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.
ინფორმაციას, რომელსაც ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს, თამთა სანიკიძე მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ გაჩუმებას აღარ აპირებს:
„მრავალწლიანი ცილისწამების და ჩემი დუმილის შემდეგ აღარც მე ვაპირებ ამ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეზე გაჩუმებას. Natia Murachashvili – ნათია, ველოდები შენს გამოხმაურებას“, – წერს თამთა სანიკიძე.
ცნობისათვის, კულტურის ყოფილმა მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ნიკა ვაჩეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ერთხელ ელენე ახვლედიანის უცნობი ნამუშევრების გადასარევი ალბომი გამოვეცით და გავაპაიარეთ. ეს თამთა სანიკიძე რეკავდა გაუთავებლად, გინდა თუ არა ელენე ახვლედიანის ტელეფონი მომეცით, უნდა ჩავწეროო. აქამდე არ ვყვებოდი ამას. აღარ მაქვს დამალვის სურვილი“.
თამთა სანიკიძე არის ტიპიური კონფორმისტი რომელიც ჯერ მკვდარი რუსი ოლიგარქის პატარკაციშვილის ჯიბეში იჯდა, ეხლა კი ემსახურება თავისი ქმრის დედის ძმას ივანიშვილს! მაგ პროპაგანდონობის გამო თამთა მალე საქართველოს არცერთ ტელე თუ რადიოარხზე იპოვის სამუშაოს, მისი ხრინწიანი დაუბალანსებელი ხმა მხოლოდ რუსეთში თუ გამოადგება ხუილოს!