ადამიანების უმრავლესობას ეშინია, რომ ვიდრე სძინავს, რაღაცა გამოტოვებს. ვინმემ რამე რომ გამოაქვეყნოს სოც. ქსელში, ამის შესახებ, ყველაზე ბოლოს რატომ უნდა გაიგოს?!
მობილურ ტელეფონზე, მაღვიძარად, ტაიმერის დაყენებაც, ასევე ძალიან გავრცელებული ჩვევაა. და რადგან დილით უნდა დარეკოს, «კარგი» იქნება, რომ ახლოს იყოს – ფიქრობენ ისინი.
ქვემოთ კი, იმაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, თუ რას ფიქრობენ მეცნიერები და ექიმები, ამის შესახებ. როგორც კვლევებმა აჩვენა, ტელეფონის გვერდით ძილი, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მთელ რიგი ნეგატიურ შედეგს იწვევს:
სტრესი და ძილის დარღვევა. ადამიანი, რომელიც ჩართული ტელეფონით იძინებს, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ ვინმე დაურეკავს, შეტყობინებას გამოუგზავნის და სხვები რომ არ გააღვიძოს, გამუდნებით ძილბურანში არის. ღამის მანძილზე, რამდენჯერმე იღვიძებს. ძილის დარღვევა კი საბოლოო ჯამში, უძილობას იწვევს. ეს კი, თავის მხრივ, თავის ტკივილის, შრომის უნარის დაქვეითების, მუდმივად დაღლილობის შეგრძნების და გაღიზიანების მიზეზი ხდება.
ელექტრომაგნიტური ტალღები. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგად დამტკიცდა, რომ ტელეფონის ეკრანიდან წამოსული ელექტრომაგნიტური ტალღები, რეალურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. პირველ რიგში, ამ ტალღების მოქმედება გულის რითმზე აისახება და მისი ბიორითმის დარღვევას იწვევს. ორგანიზმი ვეღარ ახერხებს თვითრეგულირებას, რაც დღე სტრესს, ხოლო ღამე, უძილობის მიზეზი ხდება.
უნაყოფობა და სხვა სახიფათო დაავადებები. იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მობილურის სიახლოვეს დიდი ხნის მანძილზე ყოფნა, ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას ახდენს, ხოლო მამაკაცებში ამას, სქესობრივი სისუსტე, იმპოტენცია და უნაყოფობაც ემატება.
სმენის დაკარგვა. თქვენ თუ არა, თქვენს ნაცნობებს შორის აუცილებლად იქნება ადამიანი, რომელსაც ჩვევად აქვს ყურსასმენებით მუსიკის ან სხვა ინფორმაციის მოსმენა. თან არა მარტო ტრანსპორტით მგზავრობის ან დასვენების დროს, – ძილის წინაც. ამ შემთხვევაში, უკვე აღნიშნული ელექტრომაგნიტური ტალღების გარდა, ადამიანზე ხმის ტალღებიც მოქმედებს, რაც სმენის დაკარგვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. სმენის დაქვეითების ან სრული დაკარგვის ასობით შემთხვევა არის დაფიქსირებული, რომლის მიზეზი, ყურსასმენების გამოყენების «დოზის გადაჭარბება» არის.
მხედველობის დაქვეითება. სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ტელეფონის ეკრანის გამოსხივება არა მარტო აღიზიანებს ნერვულ სისტემას, არამედ მხედველობაზეც უარყოფითად მოქმედება. როდესაც ადამიანი რეგულარულად განათებულ ეკრანს უყურებს, თან საკმაოდ ახლო მანძილზე, მისი გამოსხივება ნეგატიურად აისახება მხედველობაზე.
რეკომენდაციები
I. ამ შედეგებისგან თავის დაღწევის ყველაზე მარტივი გზა, ძილის წინ, ტელეფონის გამორთვა არის. მაგრამ, აღნიშნულ კარდინალურ საშუალებას, სავარაუდოდ, ბევრი არ გამოიყენებს. ამიტომ, მინიმუმ, ინტერნეტს თუ მაინც გათიშავთ, გამოსხივება ბევრად ნაკლები ექნება.
II. არის კიდევ ერთი გამოსავალი, – თუმცა, ნაკლებად ეფექტური: ტელეფონი საწოლიდან 2 მ. დაშორებით უნდა დადოთ, ხოლო მაღვიძარად, ჩვეულებრივი საათი გამოიყენოთ.
და კიდევ, ნურც დღე მოადუნებთ ყურადღებას. გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას:
III. ჯერ ერთი, რაც შეიძლება ცოტა ისაუბრეთ. ეს სასარგებლო იქნება როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე ფინანსური თვალსაზრისით. გარდა ამისა, თქვენ დაზოგავთ საკუთარ და თანამოსაუბრეს დროს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. და ამასთან, დამატებით დატვირთვას აარიდებთ მოსასმენ ნერვს. თუ ისე მოხდა, რომ საუბარი გაგიგრძელდათ, ტელეფონი ერთი ყურიდან, მეორეზე გადაიტანეთ.
IV. კარგი იქნება, თუ საუბრის დროს, ტელეფონს თავთან ახლოს არ მიიტანთ. არსებობს სპეციალური საშუალებები და ამ მარტივი მოწყობილობების სარგებლობით, ბევრად ნაკლებ ზიანს მიაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.
V. გაუფრთხილდით ბავშვების ჯანმრთელობას – ნუ მისცემთ მათ ტელეფონის «სათამაშოდ» გამოყენების უფლებას.
VI. ნუ ატარებთ ტელეფონს ჯიბით, განსაკუთრებით გულთან ახლოს. მამაკაცებმა კი უნდა იცოდნენ, რომ სმარტფონისთვის ყველაზე ცუდი ადგილი – შარვლის ჯიბე არის!
VII. იმ შემთხვევაში, თუ დღის მანძილზე, ტელეფონი გამუდმებით თქვენი მხედველობის არეშია, ნუ დადებთ მას პირდაპირ სამუშაო მაგიდაზე. ის იმდენად შორს მოათავსეთ, რამდენადაც ამის გაკეთების საშუალებას, სამუშაო ოთახი მოგცემთ.ეს მარტივი წესები დაგეხმარებათ ჯანმრთელობის და სიმხნევის შენარჩუნებაში, დაგიცავთ დეპრესიის და სხვა ნეგატიური შედეგებისგან, მობილურ ტელეფონთან განშორების გარეშე.