მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსახლეობას მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს.
„სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია და დაიწყება დასავლეთის ძლიერი ქარი, ქარიშხალი.იმედია სასეირნოდ არ გამოხვალთ! შეიტანეთ საყოფაცხოვრებო ნივთები აივნებიდან, აკონტროლეთ გაზის გამათბობლები! იყავით ფრთხილად და მშვიდად, საპანიკო არაფერია!მშვიდობიან მომავალ საათებს გისურვებთ“ – წერს მეტეოროლოგი სოციალურ ქსელში.