ულამაზესი ქალია,ყველა კაცი ინატრებდა..”– ნახეთ ვინ არის დუტა სხირტლაძის ულამაზესი მეუღლე

მსახიობ დუტა სხირტლაძის მეუღლე მარინა ნაცვლიშვილი დიზაინერ-იუველირია. ჟურნალ “შინ”-ის შემოდგომის ნომერში დუტასა და მარინას მცხეთის აგარაკის დათვალიერება შეგიძლიათ და დიზაინერის საოცარი ნამუშევრების. ასევე – ვრცელი ინტერვიუსი, რომლის მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
– სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად გრძნობდე ადამიანი თავს.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის, როცა ყოფითი პრობლემებისა და საქმისგან დაღლილი შეიხურავთ კარს და რჩებით შინ მარტო?
– ვფიქრობ, ეს ძალიან
მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.

– როგორი კულინარი ხართ? გემრიელი კერძებით თუ ანებივრებთ მეუღლეს?
– თქვენ წარმოიდგინეთ, დუტა თვითონ მანებივრებს გემრიელი კერძებით. მე არ მიყვარს კერძების მომზადება. რასაც ვაკეთებ, გემრიელი გამომდის, მაგრამ მაინც მირჩევნია, სხვამ გამანებივროს ამ მხრივ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *