დიდი ისტორიის დასასრული – რა გახდა გალკინისა და პუგაჩოვას დაშორების მთავარი მიზეზი

როგორც ცნობილია, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახი ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. წელიწად-ნახევარი გაატარეს იქ, ამასობაში რუსეთში მდებარე საკუთარი სასახლეც გაყიდეს და ცოტა ხნის წინ, როცა ისრაელში დაიძაბა ვითარება, გადაწყვიტეს, ბავშვებით კვლავ შეეცვალათ საცხოვრებელი. გავრცელებული ცნობებით, წყვილი კვიპროსში გადაბარგდა, სადაც რა ხანია აქვთ სახლიც და ადგილობრივი მოქალაქეობაც. თუმცა ბევრი ეჭვობს, რომ მათ შორის ვითარება დაიძაბა და დასრულდა კიდეც ურთიერთობა.

თავდაპირველად ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა პოლონეთში გასტროლებზე, ხუმრობებს ნაცვლად გალკინმა უცებ ტრაგიკული სიმღერა შეასრულა – “დამთავრდა სიყვარული, ყველაფერი დამთავრდა…” ამის შემდეგბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ ალა დაიღალა მუდმივი გადაბარგებებით და ხანგრძლივი დაშორებებით, რადგან გალკინი ხშირად დადის გასტროლებზე და ალა მას მერე, რაც სცენას ოფიციალურად დაემშვიდობა, ძირითადად შინ რჩება. ამბობენ, რომ მას ტკბილი და მშვიდი სიბერე უნდოდა თავის სახლში და ქმრის გამო ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა.

კვიპროსში ჯერჯერობით მხოლოდ გალკინი და მისი ქალიშვილი ნახეს, ალა და წყვილის ვაჟი იქ არავის უნახავს, ამბობენ, რომ შესაძლოა ისინი არც ჩამოსულან…

წყარო – mshoblebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *