ჰამასის ტერორისტების მორიგი სასტიკმა მკვლელობამ მსოფლიო შეაძრწუნა. ბოევიკებმა პენსიონერი ქალი გაიტაცეს და შემდეგ კი ფოტო “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნეს, სადაც ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარის ტრაგიკულ დეტალებზე შვილიშვილი მედიასთან საუბრობს.
მორ ბაიდერი ჰქვია გოგონას, რომლის ბებიაც ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს. როდესაც ბოევიკები შეტევაზე წავიდნენ, გოგონა და მისი ოჯახი სახლში იმყოფებოდნენ. ბებია ცალკე ცხოვრობდა ქალაქ ნირ ოზში, ღაზას სექტორთან, სადაც მაშინვე შევიდნენ ტერორისტები. მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო – ოჯახი თავშესაფარში იმალებოდა, ქალი კი ტელეფონს არ პასუხობდა. შემდეგ კი ფეისბუქზე გაჩნდა პოსტი – ტერორისტებმა ნაწამები მოკლული ქალის ფოტო მისსავე ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს.
“დილის შვიდ საათზე ვნახე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი საშინელება. ტერორისტი შევიდა სახლში, ბებია მოკლა, შემდეგ მისი ტელეფონით გადაიღესი ცხედარი და საკუთარ “ფეისბუქის” კედელზე გამოუქვეყნეს. ასე გავიგეთ მისი გარდაცვალების შესახებ.” – ამბობს გოგონა.
მოხუცი ქალი მთელი ცხოვრება ღაზას სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქ ნირ ოზში ცხოვრობდა. როდესაც ჰამასი ქალაქს თავს დაესხა, მას ნათესავებთან დარეკვის დროც კი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ის სახლში იმალებოდა, სადაც ბოევიკებმა იპოვეს და წამებით მოკლეს.
“როგორც კი გამოვედით თავშესაფრიდან მამიდამ დედაჩემს დაურეკა, ყვიროდა, შეხედე ფეისბუქს! დედამ აპლიკაციაც კი ვერ გახსნა, კანკალებდა! ტელეფონიდან შევედი და ვნახე ეს საშინელება, ეს იყო ჩემი ცხოვრების უდიდესი ტრაგედია. ბებიაჩემი იწვა იატაკზე სისხლიანი.“ – ამბობს გოგონა.
მორის თქმი, ნირ ოზში ტერორისტებმა ყველა მოკლეს და გაიტაცეს. ამას ადასტურებს ბოევიკების სისასტიკის ამსახველი უამრავი ვიდეო, რომელსაც ისინი თავად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში.