ხვიჩა კვარაცხელიამ, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, რომელიც თანაბარი ანგარიშით – 1:1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა:
“მამარდა თავის სტილშია, განსაკუთრებული არაფერი უქნია, რასაც არ ვხედავთ ხოლმე, მადლობა მამარდას. უკვე ისე ვიყავი, გავჩერდი და მეგონა უკვე გაგვიტანეს, მაგრამ გადმოხტა გმირი და გადაგვარჩინა,” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.