მითხრეს, რომ მისი გული გაჩერდა… ვერ გავიაზრე რომ აღარ მყავს”- ნანუკა ჟორჟოლიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს და დედის გარდაცვალების დღეს იხსენებს.

დაჯის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და ამ ამბავზე გადაბმულად ერთი წუთი ჯერ კიდევ არ მიფიქრია. როგორც კი გამახსენდება, ჩემი ტვინი ისე კეტავს ამბავს, რომ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, რომ დედა აღარ მყავს.მარტში ისეთი შეტევები დამეწყო, მივხვდი, რომ ამის მიზეზი ტვინის და გულის სიღრმეში გადამალული ამბავია, რომელმაც ფეთქვა დაიწყო, აი, ანთების დროს რომ კბილმა იცის, ასე შემაწუხებლად ფეთქავდა ჩემი ტვინი და გული, რასაც მთელი

ორგანიზმის განგაში მოჰყვა, მაგრამ ფაქტის გააზრების უფრო მეშინია.

და უფრო მეტად მეშინია, რომ შევეჯახები მარიამის ტკივილს და სიცარიელეს.

არადა, ამ ჩაკეტილობის მიუხედავად, გარდაცვალების შემდეგ ყველგანაა. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში, მოქმედებაში, სულ ვფიქრობ, ის რას იტყოდა და ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მისი დამოკიდებულებები ჩემი ქმედებების მიმართ, რაც ადრე მუდმივი კამათის თემა იყო.

ზუსტად ერთი წლის წინ და ზუსტად ამ დღეს მითხრეს, რომ დაჯის გული გაჩერდა და ცხოვრებაში პირველად, ზუსტად იმ დღეს არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა.

მე ძალიან კარგი დედა მყავს, ყველაზე კარგი დედა მთელ დედამიწაზე”, – წერს ჟურნალისტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *