ვერავინ უბედავდა დედას თქმას, რომ ერთადერთი ბიჭი აღარ ჰყავს…ელენეს კი სამი შვილი დარჩა..” – ვინ არიან თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბი­ლის­ში, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბი­ნა­ში, 2 ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 წლის ბიჭი და 21 წლის გო­გო­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ წინა დღით არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. მე­გო­ბარ­მა გან­გა­ში მას შემ­დეგ ატე­ხა, როცა ლაშა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხობ­და. საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ ქალ-ვა­ჟის ცხედ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ი­წყო. ცხედ­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს და ახლა ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა გახ­და ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

ერთი ვერ­სი­ით, ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი ნარ­კო­ტი­კით ზე­დო­ზი­რე­ბაა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი მე­გობ­რე­ბი სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი გა­ზით ინ­ტოქ­სი­კა­ცია ყო­ფი­ლი­ყო.

  • ambebi.ge-ის ინფორმაციით ჩვენ და­ვად­გი­ნეთ გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა, ის 23 წლის ლაშა მინ­დე­ლია. მისი ოჯა­ხი წლე­ბის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ახლა რამ­დე­ნი­მე წე­ლია რაც ლაშა თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და ეს ბი­ნაც, სა­დაც ცხედ­რე­ბი იპო­ვეს მას ჰქონ­და ნა­ქი­რა­ვე­ბი.

ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გვი­ან ღა­მით ლაშა მინ­დე­ლის ცხე­და­რი წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ გე­გუთ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, სა­დაც მისი დედა ცხოვ­რობს.

რო­გორც ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, ლაშა დე­დი­სერ­თა იყო. დედა ამ ერ­თა­დერთ შვილს თავს დას­ტრი­ა­ლებ­და.

“ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. მთე­ლი სო­ფე­ლი დას­ტი­რის ლა­შას და ვიწ­ვით მისი დე­დის სა­ცო­და­ო­ბით. ერ­თა­დერ­თი შვი­ლი ჰყავ­და დე­დას, ლაშა ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა იყო. მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში და ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. რა გახ­და ამ ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი, არ ვი­ცით. დე­დამ მარ­ტო გა­ზარ­და, ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე რო­გორც ვიცი, იქ ბინა გა­ყი­დეს, გე­გუთ­ში ჰქონ­დათ სო­ფე­ლი და აქ გად­მო­ვი­და დე­და­მი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვე­რა­ვინ უბე­დავ­და დე­დას, რომ ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი ეთ­ქვა მის­თვის. ჯერ უთხრეს ლაშა დაჭ­რე­სო, მერე კი გა­ი­გო, რა უბე­დუ­რე­ბაც სჭირ­და. ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდა აღარ არის, დე­დის იმე­დი. დღეს მო­ას­ვე­ნეს. ლაშა წლე­ბია წლე­ბია, თბი­ლის­შია, დე­და­მი­სიც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ მერე სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და.

ლა­შაც ჩა­მო­დი­ო­და ხან­და­ხან, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად მუ­შა­ობ­და და დრო არ ჰქონ­და. მა­გის მეტი არა­ვინ გა­აჩ­ნდა დე­და­მისს, ისე მე­ცო­დე­ბა გული მეწ­ვის მისი სა­ცო­და­ო­ბით. არც მშობ­ლე­ბი ჰყავს ცო­ცხა­ლი, არც ძმა, ამ ერ­თა­დერ­თი შვი­ლის იმე­დად იყო და ეს ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და, მი­ზე­ზი არ ვი­ცით რა იყო. გოგო ვინ იყო, არ გვაქვს ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­გო­ბა­რი იყო. ლაშა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ყვე­ლა ამ ამ­ბავ­მა” – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ახ­ლო­ბე­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­შას­თან ერ­თად გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა კა­ხე­თი­დან იყო. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

“სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვია, ელე­ნეს შე­სა­ხებ რაც გა­ვი­გეთ. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა იყო. თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და, თე­ლავ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი და როცა მე­უღ­ლეს გა­შორ­და კვლავ თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და. სამი შვი­ლი დარ­ჩა. პა­ტა­რე­ბი ბაღ­ში და­დი­ან, რო­გორც ვიცი, ერთი სკო­ლა­ში” – ამ­ბო­ბენ ახ­ლობ­ლე­ბი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *