ცოტა ხნის წინ თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, იაკუტიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოლეკმინსკიდან ერთ-ნახევარი კილომეტრის დაშორებით Borus Airlines-ის An-3 თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი დაიღუპა.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფები გახშირდა. ეს აიხსნება იმ აუცილებელი ნაწილების ნაკლებობით, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციას დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *