ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის შემდეგ დეკლარაცია პირველად შეავსო,რა თანხა აქვს ბიძინა ივანიშვილს დეპოზიტზე? – დეკლარაცია

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო – რადგანაც ის “ქართული ოცნების” #1 ნომერია და პარლამენტში შედის. ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაცია, ჯერჯერობით, საჯარო ფორმით ხელმისაწვდომი არაა, თუმცა ის გამოითხოვა “რადიო თავისუფლებამ”, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროდან შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდეს.

გამოცემის თანახმად, ივანიშვილმა თავის დეკლარაციაში მიუთითა, არაერთი ოფშორული კომპანია და საბანკო ანგარიშები, რომლებზეც $153.9 მილიონი დოლარი არის განთავსებული, მათ შორის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს 65.6 მილიონი დოლარი აქვს განთავსებული, ხოლო ეკატერინე ხვედელიძეს კი 88.4 მილიონი. ამასთან, დეკლარაციაში არაა მითითებული, რომელ ბანკში არის ეს ქონება განთავსებული, ასევე არაა მითითებული ეს შვეიცარიული ბანკია თუ ქართული ბანკი.

ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ქონება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკუთვნით და მასში არაა მოცემული ის მრავალ ასეულ მილიონიანი აქტივები, რომლებსაც მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები ფლობენ, იქნება ეს სახლები, აქციები, წილები ქარხნებში თუ სხვა დანარჩენი ქონება. ოფშორული კომპანიებიდან და ტრასტებიდან მითითებულია Frankston International-ი, Lynden Management-ი, Meadowseet Asset Limited, Sandcay Investment Limited-ი და Soothsayer Limited-ი. იქიდან გამომდინარე რომ თავად ამ კომპანიების საკუთრებაშია ხელოვნების ნიმუშების $1 მილიარდიანი კოლექცია, თანაინვესტირების ფონდი თუ სხვა აქტივები, ისინი უშუალოდ ამ დეკლარაციაში მითითებული არაა.

ამასთან, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია აქტივები საფრანგეთსა და რუსეთის ფედერაციაში. დეკლარაციის თანახმად, ეკატერინა ხვედელიძე ფლობს საფრანგეთში, ლა-სელ-სენ-კლუში 1935 კვადრატული მეტრის ზომის მიწის ნაკვეთსა და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლს.

მოსკოვში, ოდენცოვის რაიონში ჯამში 12 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი სამი მიწის ნაკვეთიც ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის. დეკლარაციის თანახმად, მასზეა რეგისტრირებული 614 კვადრატული მეტრის ზომის სავრასოვის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის 50 პროცენტი.

ფოტო ივანიშვილის დეკლარაციიდან:

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *