ზაფხულში, როცა სპორტული სამყაროს ცენტრმა პარიზში გადაინაცვლა, ქართველმა სპორტსმენებმა ქვეყანას არაერთი მედალი და დიდი სიხარული მოუტანეს. ამ საერთო ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძეც იყო.
ანას გზა წარმატებამდე იოლი არ ყოფილა. მან “პრაიმ შოუში” გაიხსენა, როგორ აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომ ხელის ამპუტაციის შემდეგ გაეგრძელებინა სულ სხვა ცხოვრება:
„16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება. აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი” – ამბობდა ანა.
.