რა ინფორმაცია ვრცელდება ვალენსიაში მცხოვრებ ქართველ ფეხბურთელებზე, სადაც სტიქია მძვინვარებს?

ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვალენსიაში სხვა ბევრ ქართველთან ერთად, ქართველი ფეხბურთელებიც ცხოვრობენ.

Geo Team ავრცელებს, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.

გუშინ ღამით ვალენსიაში წყალდიდობა და შტორმი მოხდა, რამაც სამწუხაროდ, ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ასეულობით დაშავებულია.

ვალენსიაში მცხოვრები საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ოჯახებთან ერთად თავს კარგად გრძნობენ და უსაფრთხო სიტუაციაში იმყოფებიან.

Geo Team მხარდაჭერას უცხადებს ჩვენი ბიჭების კლუბებს, მათ ქალაქსა და მაცხოვრებლებს. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.”

ბოლო ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 72–მდე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთში ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები. სტიქიის შედეგად ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, პედ­რო სან­ჩეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა ვა­ლენ­სი­ის რე­გი­ონ­ში წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *