სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტს„ტვ პირველთან“ საუბარში კაბუს მეგობრები გამოეხმაურნენ, რომლებიც ამბობენ, რომ რეპერს სავარაუდოდ პროვოკაცია მოუწყვეს.
„კარგად ვიცნობ, ბავშვობიდან ერთად ვართ. მსგავსი რაღაცები პირველად მესმის, არ მგონია, მართალი იყოს,“ – ამბობს რეპერის მეგობარი.
„გავიგე, მაგრამ კაბუს ძალადობა მე ამდენი წელი არ გამიგია, ახლა თუ რამე შეეცვალა, ეგეც არ ვიცი. არც იმ გოგოს ვიცნობ, ვისზეა საუბარი, არც ვიცი. ვერაფერს ვამბობ,“ – ამბობს კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი „ტვ პირველთან.“
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე (რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) და 151-ე (რაც მუქარას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე) მუხლებით მიმდინარეობს.