ეს შტორ­მი ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა…” – როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლისგან

მზეზე ამოფრქვევა 22-დან 26 ოქ­ტომ­ბრამ­დე იქ­ნე­ბა. ეს შტორ­მი ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სუს­ტი, მაქ­სი­მუმ, 4 ბალი. 

მზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­კე­ბი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან მზეს და აფრ­თხი­ლე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­შიშ მოვ­ლე­ნებ­ზე. მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში, მზის­გან გა­ო­ტყორ­ცნი­ლი ენერ­გია დე­და­მი­წა­ზე წარ­მო­შობს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლებს, რაც მე­ტე­ო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს.

მაგნიტური ქარიშხლის ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

სისუსტე

თავბრუსხვევა

გულისრევა

სახსრებისა და კუნთების ტკივილი

არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა

ძილის დარღვევები (უძილობა ან ძილიანობა)

ძლიერი დაღლილობის შეგრძნება

როგორ დავიცვათ თავი მაგნიტური ქარიშხლის უარყოფითი გავლენისგან

გააკონტროლეთ არტერიული წნევა;

თან გქონდეთ აუცილებელი წამლები (ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ);

თავიდან აიცილეთ სტრესი და ნეგატიური ემოციები;

შეზღუდეთ მავნე, არაჯანსაღი საკვები, ალკოჰოლი და სიგარეტი, რაციონი გაამდიდრეთ ხილით და ბოსტნეულით;

დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5-2 ლიტრი სითხე სხეულის წონის მიხედვით, უმეტესად – წყალი, აგრეთვე, ახალი კომპოტები – სასურველია უშაქროდ, თუ მაინცდამაინც ტკბილი გიყვართ, თაფლით დაატკბეთ;

რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, განსაკუთრებით ძილის წინ;

მეტი იმოძრავეთ, თუ ფიზიკურ ვარჯიშს ვერ შეძლებთ, სუფთა ჰაერზე ფეხით ისეირნეთ, რაც მეტხანს, მით უკეთესი. გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *