ნანკა კალატოზიშვილი სასტიკად მოკლულ კესარია აბრამძეს ბოდიშს უხდის. მსახიობი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც წერს, რომ რცხვენია იმ გადაცემის წაყვანის, სადაც წლების წინ კესარია ჰყავდა სტუმრად და მას არც თუ ისე სასიამოვნო კითხვებს უსვამდა.
საუბარია გადაცემა “სიმართლის დროზე”, რომელიც ახლაც გადის არხზე, ოღონდ სხვა სახელწოდებით.
“წლების წინ, კესარია იყო სტუმრად “სიმართლის დროში”. ამაზე სამარცხვინო და საზიზღარი გადაცემა ალბათ, არც არასოდეს წამიყვანია. იმ დღესვე ბოდიში მოვუხადე და იმ დღიდან დავიწყეთ მეგობრობა. დღესაც სახალხოდ გიხდი ბოდიშს, იმ გულისამრევი გადაცემისთვის. და თუ რამე ვისწავლე იმ დღეს, არასდროს უღალატო საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს.
იმდენად ამაზრზენი ვიყავი, ყურში ჩაძახილის გამეორებით და რასაც და როგორც გეკითხებოდი, ამდენი წლის მერეც ვერ ვინელებ ამ ყველაფერს. მიყვარხარ და, ალბათ, ვერც ვერასოდეს ვაპატიებ ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ შენ იმ დღესვე მაპატიე” – წერს ნანკა.
წყარო: tia.ge